დინამო თბილისის ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე კარიერას პორტუგალიურ ეშტორილში გააგრძელებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, დღეს დილით ქართველმა ფეხბურთელმა კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა.
ორშაბათს, 14 ივლისს ლომინაძე ეშტორილთან კონტრაქტს 2+1 სისტემით გააფორმებს.
პორტუგალიური ეშტორილ პრაია ქვეყნის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. 2024/25 სეზონი გუნდმა ჩემპიონატში მე-8 ადგილზე დაასრულა.