საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეორე მატჩი ჩაატარა.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი შვეიცარიას შეხვდა და 15 ქულით დაამარცხა (81-96). საქართველოს ნაკრებიდან 20 ან მეტი ქულა სამმა მოთამაშემ მიითვალა.
თენგო გოგიშვილი - 23 ქულა, 5 მოხსნა
ალექსანდრე დაუშვილი - 22 ქულა, 10 მოხსნა
ავთანდილ ბახტაძე - 20 ქულა, 7 მოხსნა
ჩვენი გუნდი სადებიუტო მატჩში ავსტრიას შეხვდა და ბრძოლაში 78:89 დამარცხდა.
ხვალ, 13 ივლისს 16:00 საათზე საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდება.
ავსტრიასთან, შვეიცარიასთან და ჩრდ. მაკედონიასთან ერთად ჩვენს ჯგუფში ნიდერლანდებისა და დანიის ნაკრებებიც არიან.