ვიქტორ გიოკერეში საკუთარ თავს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად მოიაზრებს.
- რომელ ადგილს იკავებთ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდებს შორის? მაგალითად კეინის, ლევანდოვსკის და ჰალანდის...
„ცალსახად ერთ-ერთი მათგანი ვარ. ზუსტი ადგილის განსაზღვრა რთულია, მაგრამ კი, ახლა მათ შორის მეც ვარ.
ისინი გამორჩეული ფეხბურთელები არიან, რომლებიც უმაღლეს დონეზე მრავალი წელია თამაშობენ და საკუთარ თავს გაცილებით მაღალ დონეზე ამტკიცებდნენ, ვიდრე მე.
მე მაქვს ამოცანა დავამტკიცო, რომ შემიძლია მსგავსი თამასა სეზონიდან სეზონამდე მეკავოს. ის, რაც სპორტინგში გავაკეთე, დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია სხვაგანაც გავიმეორო.
თქვენ ჯერ გიოკერეშის საუკეთესო ვერსია არ გინახავთ." - აღნიშნა შვედმა ფორვარდმა.