არსენალი ლისაბონის სპორტინგის ფორვარდის, ვიქტორ გიოკერეშის ტრანსფერთან ახლოსაა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია.
გიოკერეში სპორტინგთან ერთად ვარჯიშს არ განაახლებს, რადგან კარიერის გაგრძელება არსენალში სურს და კლუბების შეთანხმებას ელოდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შვედი მზად არის თავისი პირადი ხელფასიდან 2 მილიონი ევროც კი დაიკლოს იმისთვის, რომ კარიერა არსენალში გააგრძელოს.
ჯერჯერობით კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ მხარეები ტრანსფერზე მუშაობენ და მოსალოდნელია, რომ საბოლოოდ გიოკერეში კარიერას სწორედ ემირეითსზე გააგრძელებს.