მადრიდის რეალის აკადემიის ფეხბურთელი რაფაელ ობრადორი კარიერას ლისაბონის ბენფიკაში გააგრძელებს.
AS-ის ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 5 მილიონი ევრო შეადგინა.
არსებული ინფორმაციით, ობრადორი ალვარო კარერასის რეალში ტრანსფერის ნაწილი გახდება, რომელიც უახლოეს პერიოდში ესპანურ გრანდს სწორედ ბენფიკადან შეუერთდება.
პორტუგალიურ კლუბთან 21 წლის მარცხენა მცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
გასულ სეზონში ესპანელმა სეგუნდა დივიზიონში დეპორტივოს მაისურით, იჯარით ითამაშა.