სერია ა-ს 24-ე ტურში მილანმა და კომომ ქულები გაიყვეს.
სან სიროზე გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში ნიკო პასმა მაიკ მენიოს უხეში შეცდომით ისარგებლა და თავისი გუნდი დააწინაურა, მეორე ნახევარში კი ანგარიში რაფა ლეაუმ გაათანაბრა.
მილანმა 54 ქულა დააგროვა და ინტერ ლიდერთან ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს, კომო კი 42 ქულით მე-6 ადგილზეა.
0-1 პასი 32'
1-1 ლეაუ 64'