VIDEO: მიქაუტაძეს ატლეტიკთან შედევრამდე ცოტა დააკლდა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში ატლეტიკმა სან მამესზე ვილიარეალი მიიღო.
სტუმართა სათადარიგო სკამზე იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელიც თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 0-2 იყო.
პირველ ტაიმში ვილიარეალის მხრიდან გოლები სერხი კარდონამ და ალფონსო გონსალესმა გაიტანეს.
შემოსვლიდან რამდენიმე წუთში გიორგი მიქაუტაძეს ბრწყინვალე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ქართველის ცენტრიდან დარტყმული ბურთი კარის წინ დაეცა და მიზანს ზემოდან გადასცდა.
ვილიარეალმა საბოლოოდ 1-2 იმარჯვა და 61 ქულით ლა ლიგაში მე-3 ადგილი გაიმყარა. მდევარ ატლეტიკოსთან სხვაობა 4 ქულაა.