• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ხვიჩა კვარაცხელია ისტორიულ სვლაზე
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ხვიჩა კვარაცხელია ისტორიულ სვლაზე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოთხშაბათს საღამოს ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი საოცარი ჩემპიონთალიგური საღამო გვაჩუქა ქართველ, პარიზელ და მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრებს.


ხვიჩამ ბეჭდური თუ ინტერნეტ მედიის “ჰედლაინები” დაიკავა. გამორჩეული იყო “433-ის” პოსტი წარწერით:


კვარადონა ისევ თავის სტიქიაში



"პარი სენ-ჟერმენმა" უშანსოდ, 2-0 დაამარცხა "ლივერპული" და საპასუხო მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. ისე როგორც წინა ორ მერვედფინალურ დაპირისპირებაში, კვარაცხელია აქაც მთავარ მოქმედ პირად მოგვევლინა.


ბრწყინვალე იყო როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ეს ყველაფერი კი 65-ე წუთზე გატანილი საოცარი გოლით დააგვირგვინა. ჟოაო ნევეშთან გათამაშებული კომბინაცია, უკან ჩამოტოვებული მერსისაიდელი მცველები და  გიორგი მამარდაშვილი. კიდევ ერთი ცრუ მოძრაობა, დაუცველ კარში შეგორებული ბურთი და დამსახურებული “დღის გოლის” ჯილდო.



კვარასთვის ეს მე-4 გოლი იყო ბოლო 4 საპლეიოფო თამაშში, რაც პსჟ-ს ისტორიაში აქამდე არავის გაუკეთებია. ასევე ზედიზედ მესამედ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.


ამ სეზონში, უდიდეს ევროპულ სცენაზე, ხვიჩამ 12 მატჩში 8 გოლსა და 4 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. ამ შედეგით, გოლს პლუს საგოლე გადაცემის სისტემით მხოლოდ ხულიან ალვარესსა (13) და კილიან მბაპეს (15) ჩამორჩება. 



საოცარ ციფრებს ემატება უმაღლესი ხარისხი თამაშის ყველა ასპექტში და “ქლაჩი”, რაც გადამწყვეტ მომენტებში თავის გამოჩენას გულისხმობს. ამ ყველაფრის ფონზე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ქართველს დიდი შანსი ექნება ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე გაიწიოს. 


ამ ჯილდოს მოგების შემთხვევაში ხვიჩა ისეთი ფეხბურთელების სიას შეუერთდება, როგორებიც არიან კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა, ლუკა მოდრიჩი და სხვები…

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

პსჟ
ქართული ფეხბურთი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ არ ითამაშა სალაჰმა პსჟ-ს წინააღმდეგ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არ ითამაშა სალაჰმა პსჟ-ს წინააღმდეგ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-ს ბურთის გათამაშების უცნაური მეთოდის საიდუმლო ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-ს ბურთის გათამაშების უცნაური მეთოდის საიდუმლო ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები პირველი 1/4 ფინალების შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები პირველი 1/4 ფინალების შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ პრემიერ ლიგის 100-მილიონიან ვარსკვლავს უმიზნებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ პრემიერ ლიგის 100-მილიონიან ვარსკვლავს უმიზნებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 სთ წინ

რატომ არ ითამაშა სალაჰმა პსჟ-ს წინააღმდეგ?

News image

16 სთ წინ

პსჟ-ს ბურთის გათამაშების უცნაური მეთოდის საიდუმლო ცნობილია

News image

5 სთ წინ

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები პირველი 1/4 ფინალების შემდეგ

News image

5 სთ წინ

პსჟ პრემიერ ლიგის 100-მილიონიან ვარსკვლავს უმიზნებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება