პსჟ მორგან როჯერსისთვის ბრძოლაში ინგლისურ გრანდებს შეუერთდა.
პარიზული გრანდი ასტონ ვილას 23 წლის ვარსკვლავის, მორგან როჯერსის შეძენას განიხილავს. აქამდე ცნობილი იყო, რომ ფეხბურთელით არსენალი, ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებოდნენ.
The Telegraph-ის ინფორმაციით, პსჟ სერიოზულად განიხილავს ფეხბურთელის ტრანსფერს, თუმცა ბირმინგემელები საკუთარ ლიდერს იაფად არ დათმობენ:
ასტონ ვილა როჯერსის სანაცვლოდ 80 მილიონ ფუნტზე მეტს მოითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლაში რამდენიმე კლუბი დარჩება, ფიქსირებულმა თანხამ შესაძლოა 90 მილიონამდე აიწიოს. ბონუსების გათვალისწინებით, ტრანსფერის ჯამური ღირებულება, სავარაუდოდ, 100 მილიონ ფუნტს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ ტრანსფერიდან სოლიდურ თანხას მიიღებს მიდლსბროც. შეთანხმების თანახმად, ასტონ ვილა ვალდებულია ყოფილ კლუბს მოგების 20% გადაურიცხოს (ფეხბურთელი 15 მილიონ ფუნტად იყო შეძენილი).