• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
პსჟ-ს ბურთის გათამაშების უცნაური მეთოდის საიდუმლო ცნობილია
ფეხბურთიფეხბურთი

პსჟ-ს ბურთის გათამაშების უცნაური მეთოდის საიდუმლო ცნობილია

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პსჟ-ს ბურთის გათამაშების უჩვეულო რუტინა საბოლოოდ აიხსნა. გულშემატკივრებმა ეს საინტერესო სვლა პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ინტერ მილანი წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებისას (5:0) შენიშნეს. ლუის ენრიკეს გუნდი აგრძელებს ამ ტაქტიკის გამოყენებას, რაც ლივერპული წინააღმდეგ მატჩშიც დაფიქსირდა.


ნეიტრალურმა მაყურებლებმა შეამჩნიეს, რომ პსჟ ბურთს განსხვავებულად ათამაშებს. მათ ეს გაიმეორეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაშიც ატლეტიკო მადრიდის წინააღმდეგ.

მატჩის დაწყებისთანავე, საფრანგეთის ჩემპიონები უჩვეულოდ უშვებენ ბურთს მეტოქის ნახევარზე და ხშირ შემთხვევაში, ის მოედნიდან აუტზე, კუთხურის ალამთან გადადის. როგორც წესი, გუნდები საწყის ფაზას თამაშში დასამკვიდრებლად და კონტროლის მოსაპოვებლად იყენებენ, მაგრამ პსჟ-ს სხვა გეგმა აქვს და ეს მიდგომა არაა შემთხვევითი.

YouTube არხის, Football TacticDive-ის წყალობით, პსჟ-ს ბურთის გათამაშების უცნაური მიზეზი ნათელი გახდა. რაგბის დროპ კიკის მსგავსად, ენრიკეს ახალგაზრდა გუნდის მიზანია, ბურთი მეტოქეს მისსავე საჯარიმოსთან დაუბრუნოს, რათა დაუყოვნებლივ ჩართოს თავისი პრესინგის სისტემა.


ვიდეოში ხსნიან:


„ეს ხაფანგია და ის ბრწყინვალედაა დაგეგმილი. აუტს თავისი ფარული ნაკლი აქვს: ჩვეულებრივი პასისგან განსხვავებით, ბურთის სწრაფად ან დიდ დისტანციაზე გადაწოდება შეუძლებელია. კუთხეები ვიწროა, ტემპი ნელდება და რთულია რაიმე სახის შეტევის აწყობა.

სწორედ ამაზე აკეთებს პსჟ აქცენტს. აიძულებენ რა მეტოქეს, თამაში საკუთარ ნახევარზე აუტით განაახლოს, პარიზელები იდეალურ პლატფორმას ქმნიან თავიანთი მაღალი პრესინგისთვის.“

ვიდეოში მოყვანილია არსენალის წინააღმდეგ გამართული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მაგალითი, სადაც პსჟ-ს შვიდი ფეხბურთელი აგრესიულად გადავიდა წინ ბურთის გათამაშებისთანავე და მეთოფეები საკუთარ ნახევარზე ჩაკეტა. ეს რუტინა ლუის ენრიკეს სტრატეგიულ იარაღად იქცა, რაც მეტოქის დაცვით ფორმაციას მყისიერად რევს.

რა თქმა უნდა, პსჟ-ს წარმატება მხოლოდ ერთ ხრიკზე არ არის დამოკიდებული, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გუნდის თამამი და ექსპერიმენტული სტილი რადიკალურად განსხვავდება წინა წლების პარიზული კლუბისგან, რომელსაც ხშირად ნიჭიერ, მაგრამ ამპარტავან გუნდად მოიხსენიებდნენ.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ჩემპიონთა ლიგა
ლიგა 1
ლუის ენრიკე
პსჟ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ ვერ მოიგო რონალდუს იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ ვერ მოიგო რონალდუს იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არ ითამაშა სალაჰმა პსჟ-ს წინააღმდეგ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არ ითამაშა სალაჰმა პსჟ-ს წინააღმდეგ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფას თერთმეტეული - კვარა ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უეფას თერთმეტეული - კვარა ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ბარსელონამ უეფაში იჩივლა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ბარსელონამ უეფაში იჩივლა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

8 სთ წინ

რატომ ვერ მოიგო რონალდუს იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგა?

News image

3 სთ წინ

რატომ არ ითამაშა სალაჰმა პსჟ-ს წინააღმდეგ?

News image

8 სთ წინ

უეფას თერთმეტეული - კვარა ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდში

News image

6 სთ წინ

ოფიციალურად: ბარსელონამ უეფაში იჩივლა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება