• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
რატომ არ ითამაშა სალაჰმა პსჟ-ს წინააღმდეგ?
ფეხბურთიფეხბურთი

რატომ არ ითამაშა სალაჰმა პსჟ-ს წინააღმდეგ?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ამ სეზონში ეს პირველი შემთხვევა არ არის - მოჰამედ სალაჰი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო სკამზე დარჩა, სანამ მისი ლივერპული ოთხშაბათ ღამით მარცხდებოდა.


პარკ დე პრენსზე გამართულ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში პსჟ-მ 2:0 გაიმარჯვა. გოლები დეზირე დუემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.

წითლებს პარიზელების წინააღმდეგ სახიფათო მომენტების შექმნა ძალიან გაუჭირდათ. მათ მთელი მატჩის განმავლობაში კარში ერთი ზუსტი დარტყმაც კი არ ჰქონიათ. მიუხედავად ამისა, არნე სლოტმა არც კი სცადა ეგვიპტელი შემტევის გამოყენება უფანტაზიო შეტევის გასაცოცხლებლად.

სალაჰის წლევანდელი ცუდი ფორმის გათვალისწინებით, სლოტის გადაწყვეტილება შესაძლოა გამართლებულიც იყო, მაგრამ მაინც მოულოდნელი. ეს იყო პირველი შემთხვევა 2019 წლის ბარსელონასთან ცნობილი ნახევარფინალის შემდეგ, როცა 33 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამოტოვა (მაშინ მიზეზი ტვინის შერყევა იყო).

სალაჰს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში კარიერის განმავლობაში 13 გოლი აქვს გატანილი. ზაფხულში კლუბიდან მისი მოსალოდნელი წასვლის ფონზე, მას შესაძლოა მხოლოდ ერთი შანსი დარჩა ამ მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. მომავალ კვირას, ენფილდზე გასამართი საპასუხო მატჩი შესაძლოა ბოლო იყოს, როცა ლივერპული გულშემატკივრები მას ამ ტურნირზე იხილავენ.


მაშ, რა იყო ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მისი არყოფნის მიზეზი?


მატჩის შემდეგ სლოტმა მედიასთან არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი გუნდი გადარჩენის რეჟიმში იყო და, როგორც ჩანს, ამან იქონია გავლენა მის გადაწყვეტილებაზე. იმის ნაცვლად, რომ სალაჰი წაგებულ ბრძოლაში ჩაერთო, ნიდერლანდელმა მწვრთნელმა მისი ენერგიის დაზოგვა ამჯობინა ამ უქმეებზე ფულჰემთან შეხვედრისთვის და პსჟ-სთან საპასუხო მატჩისთვის.

„თამაშის ბოლო ნაწილში საუბარი უფრო გადარჩენაზე იყო, ვიდრე გოლის გატანის შანსზე,“ — განაცხადა სლოტმა საფინალო სასტვენის შემდეგ. „არასოდეს იცი, რა მოხდება, მაგრამ ბოლო 20-25 წუთი საკუთარ საჯარიმოში თავდაცვა გვიწევდა. ვფიქრობ, სჯობს მისი ენერგია მომდევნო კვირებისთვის დავზოგოთ.“

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

არნე სლოტი
ჩემპიონთა ლიგა
ლივერპული
პსჟ
სალაჰი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ოფიციალურად: ბარსელონამ უეფაში იჩივლა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ბარსელონამ უეფაში იჩივლა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-ს ბურთის გათამაშების უცნაური მეთოდის საიდუმლო ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-ს ბურთის გათამაშების უცნაური მეთოდის საიდუმლო ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ ვერ მოიგო რონალდუს იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ ვერ მოიგო რონალდუს იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: რობერტსონი სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: რობერტსონი სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

ოფიციალურად: ბარსელონამ უეფაში იჩივლა

News image

2 სთ წინ

პსჟ-ს ბურთის გათამაშების უცნაური მეთოდის საიდუმლო ცნობილია

News image

7 სთ წინ

რატომ ვერ მოიგო რონალდუს იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგა?

News image

4 სთ წინ

ოფიციალურად: რობერტსონი სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება