ლივერპულის ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ ენდი რობერტსონი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავის მერსისაიდულ კარიერას ,,წითლების“ შემადგენლობაში დაასრულებს.
,,ენფილდზე ცხრა უაღრესად წარმატებული სეზონის შემდეგ, შოტლანდიის ნაკრების კაპიტანი კლუბს ამ ზაფხულს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვებს.
ის ამას გააკეთებს როგორც ლივერპულის ნამდვილი ლეგენდა, რომელმაც ბოლო წლების წარმატებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და დღემდე ჩატარებული 373 მატჩის განმავლობაში გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.
2017 წელს ჰალ სიტიდან გადმოსული რობერტსონი ლივერპულთან ერთად პრემიერ ლიგის ორგზის ჩემპიონი გახდა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ასოციაციის თასი და ორჯერ ლიგის თასი, ასევე ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, უეფას სუპერთასი და ქომუნითი შილდი." - წერია კლუბის განცხადებაში.