-
Aa
+
ფონტის ზომა
თითქმის ერთთვიანი შესვენების შემდეგ, არსენალი ამ უქმეებზე პრემიერ ლიგას უბრუნდება. ბოლო ტურში ევერტონის 2:0 დამარცხების შემდეგ გასულ ოთხ კვირაში, მეთოფეებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა და იქ სპორტინგის წინააღმდეგ პირველი გასვლითი მატჩის მოგება მოასწრეს.
თუმცა, მათ ასევე წააგეს კარაბაოს თასის ფინალი მანჩესტერ სიტი წინააღმდეგ და გამოეთიშნენ ინგლისის თასს საუთჰემპტონთან მარცხის შემდეგ, რამაც მათი ოთხმაგი ტიტულის (quadruple) იმედები შესაძლო დუბლამდე შეამცირა.
არსენალი კვლავ რჩება პრემიერ ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მათი პირველი ტიტული იქნება. ამაში მათ საერთაშორისო პაუზამდე ბრაიტონი და ევერტონი წინააღმდეგ მოპოვებული მძიმე გამარჯვებები დაეხმარათ, რასაც დაემატა მანჩესტერ სიტის მიერ გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებთან - ნოტინგემ ფორესტთან და ვესტ ჰემთან - ზედიზედ გათამაშებული ფრეები.
ამჟამად მეთოფეები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს ცხრაქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.
მანჩესტერ სიტის არსენალთან შედარებით ერთი გამოტოვებული მატჩი აქვს და 19 აპრილს ლიდერებს ეტიჰად სტადიუმზე მიიღებს შეხვედრაში, რომელიც უკვე მონათლულია ტიტულის ბედის გადამწყვეტ მატჩად. კარაბაოს თასის ფინალში პეპ გვარდიოლას გუნდის გამარჯვებამ შესაძლოა ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა მეთოფეებს.
მიუხედავად ამისა, ტიტულის ბედი უკვე აღარ არის სიტის ხელში. მათ თითქმის იდეალურად უნდა ჩაატარონ დარჩენილი რვა მატჩი, რათა დაეწიონ არსენალს, რომელსაც მხოლოდ შვიდი შეხვედრა დარჩა.
ბორნმუთი (სახლში), 11 აპრილი
მანჩესტერ სიტი (სტუმრად), 19 აპრილი
ნიუკასლი (სახლში), 25 აპრილი
ფულჰემი (სახლში), 2 მაისი
ვესტ ჰემი (სტუმრად), 9 მაისი
ბარნლი (სახლში), 17 მაისი
კრისტალ პალასი (სტუმრად), 24 მაისი
სიტის მაქსიმალური ქულების რაოდენობა ახლა 85-ია. ეს ნიშნავს, რომ არსენალს დარჩენილი 21 შესაძლო ქულიდან 16 სჭირდება ტიტულის გასანაღდებლად, რაც დარჩენილ შვიდ მატჩში ხუთ გამარჯვებასა და ერთ ფრეს უდრის.
თუ არსენალი მოიგებს ყველა დარჩენილ შეხვედრას, მათ შორის 19 აპრილს სიტისთან დაპირისპირებას, ისინი ჩემპიონები 9 მაისს, ვესტ ჰემთან სტუმრად ფრეს შემთხვევაშიც გახდებიან.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიტი მოიგებს ყველა მატჩს, მაგრამ წააგებს არსენალთან, ისინი 9 მაისისთვის (ბრენტფორდთან მატჩის შემდეგ) მაინც 12 ქულით ჩამორჩებიან მეთოფეებს, როცა სათამაშო მხოლოდ სამი ტური იქნება დარჩენილი.
თუ მანჩესტერ სიტი მანამდე ჩელსის, ბარნლის ან ევერტონის წინააღმდეგ ქულებს დაკარგავს, ხოლო არსენალი გამარჯვებებს გააგრძელებს, ტიტულის ბედი კიდევ უფრო ადრე გადაწყდება. იმისათვის, რომ არსენალი ჩემპიონი უკვე აპრილში გახდეს, სიტიმ ორი თამაში უნდა წააგოს (მათ შორის ერთი არსენალთან).

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები