ხულიან ალვარესის ბრწყინვალე თამაში ატლეტიკოში კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს პეპ გვარდიოლას სატრანსფერო გადაწყვეტილებებზე.
მიუხედავად გენიალური კარიერისა, პეპსაც ჰქონია ჩავარდნები. აი, მისი 6 ყველაზე დიდი შეცდომა:
6. დმიტრო ჩიგრინსკი
2009 წელს გვარდიოლამ უკრაინელი მცველი შახტარიდან საკმაოდ ძვირად იყიდა, თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ ის ბარსელონას დონეს ვერ წვდებოდა. სულ რაღაც ერთ წელიწადში კლუბმა ის ორჯერ ნაკლებ ფასად უკანვე გაყიდა.
5. ტონი კროოსი
ეს გვარდიოლას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა. 24 წლის კროოსს რეალში წასვლის უფლება მისცეს, სადაც ის მადრიდელთა ეპოქალური წარმატებების და ჩემპიონთა ლიგის ტიტულების მთავარი შემოქმედი გახდა.
4. კალვინ ფილიპსი
სიტიმ მასში 42 მილიონი გირვანქა გადაიხადა, მაგრამ ფილიპსმა პეპის სისტემას ფეხი ვერ აუწყო. ტრავმებმა და მწვრთნელთან გაფუჭებულმა ურთიერთობამ (პეპმა ის საჯაროდ გააკრიტიკა ჭარბი წონის გამო) მისი კარიერა სიტიში ნაადრევად დაასრულა.
3. კოულ პალმერი
აკადემიის აღზრდილის გაშვება, რომელიც ჩელსიში გადასვლის შემდეგ პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, გვარდიოლასთვის მტკივნეული გაკვეთილია. დღეს პალმერი სიტის ნებისმიერ შემადგენლობას დაამშვენებდა.
2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ბარტერი: ბარსელონამ ინტერს 35 მილიონი და პიკში მყოფი სამუელ ეტოო დაუთმო ზლატანის სანაცვლოდ. იბრაჰიმოვიჩმა პეპის ტაქტიკასა და გასახდელს ვერ გაუგო და გუნდი ერთ წელიწადში დატოვა.
1. ხულიან ალვარესი
ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდეგ (სადაც ალვარესმა საოცარი გოლი გაიტანა), მისი გაყიდვა პეპის ყველაზე დიდ შეცდომად მოინათლა. სიტიმ ის 81.8 მილიონად დათმო, რაც დღეს სასაცილო ფასად ჩანს, რადგან არგენტინელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ჩამოყალიბდა.