ამჟამად ლივერპულის რიგებში ტრავმირებულ ალისონს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილი პრაქტიკულად გარანტირებული აქვს, შესაძლოა ინგლისურ ფეხბურთში თავისი ბოლო მატჩი უკვე ჩატარებული ჰქონდეს. ბრაზილიის ნაკრების მეკარე იუვენტუსის სამიზნეა და ის იტალიაში დაბრუნებაზე მოლაპარაკებებისთვის კარს ღიას ტოვებს.
ენფილდის პუბლიკის კერპი ალისონი იქ კვლავ უდავო ავტორიტეტით სარგებლობს, თუმცა პერიოდულმა ტრავმების პრობლემებმა კლუბში მისი როლი შეამცირა. ბოლო სეზონი, რომელშიც მან 40-ზე მეტი მატჩის ჩატარება შეძლო, 2022/23 წლების კამპანია გხალდათ - მაშინ მან წითლების 52 შეხვედრიდან 47-ში დაიცვა გუნდის კარი.
ალისონმა სახელი იტალიაში, რომას რიგებში თამაშით გაითქვა. სწორედ იქ მოიპოვა მან საერთაშორისო აღიარება, რაც მოგვიანებით ლივერპულის შემადგენლობაში კიდევ უფრო გაიზარდა და ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რიგში დააყენა.
იუვენტუსი 28 წლის მიკელე დი გრეგორიოს შემცვლელს ეძებს. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კლუბს შემადგენლობაში უფრო გამოცდილი სახელების ხილვა სურს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ უკვე გადადგეს ნაბიჯი ალისონის თაობაზე და პირველი კონტაქტი პოზიტიური გამოდგა.
ამჟამად კონკრეტული შეთავაზება არ არსებობს, ამიტომ მოლაპარაკებებს წინ დიდი გზა აქვს გასავლელი, მათ შორის ლივერპული მხრიდანაც, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელს ინგლისში კონტრაქტის დასრულებამდე მხოლოდ ერთი წელი რჩება.