• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
სპალეტი მზადაა იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს
ფეხბურთიფეხბურთი

სპალეტი მზადაა იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

იტალიური მედიასაშუალებები ერთხმად იუწყებიან, რომ ლუჩანო სპალეტის კონტრაქტის გახანგრძლივება იუვენტუსში უკვე გადაწყვეტილი ამბავია და კლუბი მთავარი მწვრთნელის განახლებულ ხელშეკრულებას სამუშაო კვირის დასრულებამდე ოფიციალურად გამოაცხადებს.


La Gazzetta dello Sport-ისა და Tuttosport-ის ცნობით, სპალეტი ხელს მოაწერს ახალ ორწლიან კონტრაქტს, რომელიც 2028 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ბიანკონერის გასულ ოქტომბერში შეუერთდა მოკლევადიანი შეთანხმებით, რომელიც 2025-26 წლების სეზონის ბოლომდე იყო გათვლილი.

La Gazzetta dello Sport იუწყება, რომ იუვენტუსი სპალეტის კონტრაქტის გაგრძელებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში გამოაცხადებს, ხოლო Tuttosport ადასტურებს, რომ ოფიციალური განცხადება პარასკევს გავრცელდება.

სპალეტის ხელფასი სეზონში დაახლოებით 5-6 მილიონი ევრო იქნება. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ფიქსირებული ხელფასი 5 მილიონია, სხვები კი ბონუსების ჩათვლით 6 მილიონს ასახელებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპალეტი ოქტომბრიდან 2025-26 წლების სეზონის ბოლომდე გაწეული მუშაობისთვის დაახლოებით 3 მილიონ ევროს მიიღებს.

Tuttosport ამტკიცებს, რომ იუვენტუსმა ახალი ხელშეკრულების შეთავაზების გადაწყვეტილება 6 იანვარს, სასუოლოს წინააღმდეგ სტუმრად მოპოვებული გამარჯვების (3:0) შემდეგ მიიღო. იმავე საღამოს ჯონ ელკანი მთავარ მწვრთნელს პირადად ესაუბრა. სასუოლოსთან მატჩი იუვენტუსისთვის მეხუთე გამარჯვება იყო შვიდმატჩიან წაუგებელ სერიაში.

მწვრთნელის საკითხის მოგვარების შემდეგ, იუვენტუსის დღის წესრიგში ნახევარმცველების - უესტონ მაკკენისა და მანუელ ლოკატელის კონტრაქტების შესაძლო გახანგრძლივება დგას. მთავარ მიზნად კვლავ 2026-27 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება რჩება. მხოლოდ სატურნირო ცხრილში საბოლოო პოზიციის გარკვევის შემდეგ შეძლებს იუვენტუსი სატრანსფერო ბაზარზე აქტიური ნაბიჯების გადადგმას.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

იუვენტუსი
სერია ა
სპალეტი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„რეალისტები უნდა ვიყოთ", — კონტემ ნაპოლის საჩემპიონო შანსები შეაფასა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„რეალისტები უნდა ვიყოთ", — კონტემ ნაპოლის საჩემპიონო შანსები შეაფასა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალისონი იტალიური კლუბის სამიზნეა - ის წასასვლელად მზადაა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალისონი იტალიური კლუბის სამიზნეა - ის წასასვლელად მზადაა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მომაკვდინებელი" აარონ რემზი ფეხბურთიდან წავიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მომაკვდინებელი" აარონ რემზი ფეხბურთიდან წავიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ შეცვალა იუვენტუსმა მეკარე შესვენებისას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ შეცვალა იუვენტუსმა მეკარე შესვენებისას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 აპრ, 2026

„რეალისტები უნდა ვიყოთ", — კონტემ ნაპოლის საჩემპიონო შანსები შეაფასა

News image

1 სთ წინ

ალისონი იტალიური კლუბის სამიზნეა - ის წასასვლელად მზადაა

News image

07 აპრ, 2026

„მომაკვდინებელი" აარონ რემზი ფეხბურთიდან წავიდა

News image

06 აპრ, 2026

რატომ შეცვალა იუვენტუსმა მეკარე შესვენებისას?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება