ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი სტუმრად ლივერპულთან დამარცხდა.
შეხვედრა ენფილდზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:3 დასრულდა.
მატჩში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ მე-4 წუთზევე გახსნა, რომელმაც საჯარიმოში ვირჯილ ვან დაიკის შეცდომით ისარგებლა და თავისი გუნდი დააწინაურა.
29-ე წუთზე ესპანელებმა კარდონას მეშვეობით მეორე გოლიც გაიტანეს და სენსაციურად ორი ბურთით გაიჭრნენ წინ.
თუმცა, ლივერპულმა პირველივე ტაიმში შეძლო მატჩში დაბრუნება - ჯერ მაკ ალისტერის და შემდეგ არაუხოს გოლებით პირველი ნახევარი ფრედ 2:2 დასრულდა.
66-ზე მაკ ალისტერმა დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი უკვე წინ გაიყვანა, 69-ზე კი ვირცმა მეოთხეც შეაგდო და ყველანაირი კითხვის ნიშანი მოხსნა.
შეხვედრაში წერტილი ვილიარეალმა 87-ე წუთზე გატანილი გოლით დასვა, რომელიც ესპანელებისთვის ქულის გადასარჩენადაც არ აღმოჩნდა საკმარისი.
გიორგი მიქაუტაძემ მოედანზე 60 წუთი გაატარა, თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა და 7.6 შეფასება მიიღო.
ლივერპულმა 3-დან 3 გამარჯვება მოიპოვა და 9 ქულით მეორე ადგილზეა, ვილიარეალი კი 3 ქულის ამარა დარჩა და ამ ეტაპზე მე-19 პოზიციაზეა.
0-1 მიქაუტაძე 4'
0-2 კარდონა 29'
1-2 მაკ ალისტერი 36'
2-2 არაუხო 45+2'
3-2 მაკ ალისტერი 66'
4-2 ვირცი 69'
4-2 ოლუვასეი 87'