VIDEO: მნიშვნელოვანი გამარჯვება - გოგას ორლანდომ კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
07 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა, NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი, დეტროიტ პისტონსი დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 123:107.
პისტონსმა შაბათს კონფერენციის პირველი ადგილი გაინაღდა, ფლორიდაში კი 8 კალათბურთელის, მათ შორის, ტობაიას ჰარისის, დანკან რობინსონის, ქერის ლევერტის, ასევე კეიდ კანინგემის (18 მარტის შემდეგ ვერ თამაშობს) გარეშე ითამაშა.
მეჯიქს კვლავ პაოლო ბანკერომ ულიდერა (31 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი), კარგი მატჩი ჰქონდა დესმონდ ბეინსაც (25 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი). რაც შეეხება გოგას, პარკეტზე 24:10 წუთი გაატარა - 9 ქულა, 4 მოხსნა, 1 ასისტი.
ქართველის გუნდმა მნიშვნელოვანი თამაში მოიგო, რეგულარულის 79-ე მატჩში 43-ე გამარჯვება იზეიმა და მე-6 ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს - მის გარდა, ფილადელფიას, შარლოტსა და სანდრო მამუკელაშვილის ტორონტოსაც 43-43 მოგება აქვთ. ამ ოთხიდან აღმოსავლეთ კონფერენციის ექვსეულში, ანუ პლეი-ოფის პირდაპირ 1/8 ფინალში მხოლოდ 1 გუნდი მოხვდება.
ორლანდო რეგულარულს ბოსტონთან გასვლითი მატჩით (13 აპრილი) ასრულებს, იქამდე მინესოტას უმასპინძლებს და ჩიკაგოს სტუმრად შეხვდება.