VIDEO: მოგებათა სერია დასრულდა - მანჩესტერმა ლონდონიდან ქულა წაიღო
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის მატჩში ვესტ ჰემმა ლონდონში მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა.
50-ე წუთზე ჯაროდ ბოუენის პასის შემდეგ მასპინძლები ტომას სოუჩეკმა დააწინაურა. 63-ე წუთზე მანჩესტერს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა კაზემიროს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
ვესტ ჰემი 3 ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა ბენიამინ შეშკომ კომპენსირებულ დროში ეფექტური გოლით ანგარიში 1-1 გახადა და მაიკლ კერიკის გუნდს ქულა მოუპოვა.
ამით მანჩესტერ იუნაიტედის მოგებათა სერია დასრულდა და გუნდმა ზედიზედ მე-5 მატჩში გამარჯვება ვერ მოახერხა, თუმცა წაუგებელი სერია გრძელდება.
წითელი ეშმაკები სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-4 ადგილზე არიან და მდევარ ჩელსის 1 ქულით უსწრებენ, რომელმაც ასევე დაკარგა ქულები. ვესტ ჰემი კი 24 ქულით მე-18 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში რჩება, უსაფრთხო ზონასთან ჩამორჩენა კი 2 ქულაა.