-
Aa
+
ფონტის ზომა
მატჩის სიახლეები და მიმდინარე ფორმა
ვესტ ჰემმა ჩელსისთან დრამატული მარცხის შემდეგ შაბათს ბარნლი 2-0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში უსაფრთხო ზონას სამ ქულამდე მიუახლოვდა. ჩაქუჩებმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგეს, თუმცა მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ცდილობს, ეს პოზიტიური ენერგია ლონდონის სტადიონზეც გადაიტანოს.
ტოპ-რვაში მყოფ გუნდებთან უიმედო სერია (ფრე 2, წაგება 7) დიდ ოპტიმიზმს არ ტოვებს, მით უმეტეს, რომ ასეთ გუნდებთან ოთხივე საშინაო შეხვედრა ვესტ ჰემის მარცხით დასრულდა.
მანჩესტერ იუნაიტედის იდეალური სტარტი მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობით (4 მოგება) ტოტენჰემთან საკუთარ მოედანზე 2-0 გამარჯვებით გაგრძელდა, რითიც გუნდი მესამე ადგილზე მყოფ ასტონ ვილას სამ ქულაში მიუახლოვდა.
ამ შესანიშნავმა სერიამ გააძლიერა მოწოდებები, რომ კერიკი ოლდ ტრაფორდზე ზაფხულის შემდეგაც დარჩეს. წითელი ეშმაკები 2023 წლის იანვრის შემდეგ პირველი ხუთმატჩიანი მოგებათა სერიისკენ მიიწევენ.
ბოლო ცხრა გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთი მარცხი აჩვენებს, რატომაც არის იუნაიტედი ფავორიტი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შუა კვირის ბოლო ხუთ გასვლით პრემიერლიგურ მატჩში არ მოუგიათ (ფრე 1, წაგება 4).
ურთიერთშეხვედრების ისტორია
ვესტ ჰემმა იუნაიტედის წინააღმდეგ ბოლო სამი საშინაო პრემიერლიგური მატჩი მოიგო, ეს მათი საუკეთესო სერიაა 1970-იანი წლების შემდეგ (ოთხი). იუნაიტედის ოთხი მარცხი პრემიერ ლიგის ბოლო ექვს ურთიერთშეხვედრაში (მოგება 1, ფრე 1) მეტია, ვიდრე მათ წინა 28 დაპირისპირებაში ჰქონდათ (მოგება 19, ფრე 6, წაგება 3).
სტატისტიკა და სერიები
ვესტ ჰემმა პრემიერ ლიგაში შუა კვირის ბოლო 15 საშინაო მატჩიდან მხოლოდ სამი წააგო (მოგება 5, ფრე 7).
ვესტ ჰემმა ამ სეზონში იმ ხუთი საშინაო პრემიერლიგური მატჩიდან, სადაც პირველი გოლი გაიტანა, მხოლოდ ერთი მოიგო (ფრე 1, წაგება 3).
იუნაიტედმა ამ სეზონში გასვლით პრემიერლიგურ მატჩებში მხოლოდ სამჯერ მოიგო პირველი ტაიმი (ტაიმი: ფრე 5, წაგება 4).
იუნაიტედის 25 პრემიერლიგური მატჩიდან 18-ში ორივე გუნდმა გაიტანა გოლი.
მნიშვნელოვანი მოთამაშეები
კრისენსიო სამერვილის ხუთივე გოლი ბოლო ხუთ მატჩში პირველ ტაიმში გავიდა, თუმცა ამ სერიამდე მისი ბოლი გოლი ვესტ ჰემის შემადგენლობაში სწორედ ამ წყვილის გასული სეზონის მატჩის მეორე ტაიმში, მატჩის ანგარიშის გამხსნელი აღმოჩნდა (მოგება 2-1).
მატეუს კუნიას ბოლო ოთხ გასვლით თამაშში სამი გოლი აქვს გატანილი, თუმცა პრემიერ ლიგაში ვესტ ჰემის წინააღმდეგ ჩატარებულ ხუთივე შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.
სავარაუდო შემადგენლობები
ვესტ ჰემი - ჰერმანსენი; ვან-ბისაკა, მავროპანოსი, დისასი, დიუფი; ბოუენი, ფერნანდესი, სოუჩეკი, სამერვილი; პაბლო; კასტელიანოსი
მანჩესტერი - ლამენსი; დალო, მაგუაირი, მარტინესი, შო; კაზემირო, მეინუ; დიალო, ფერნანდეში, კუნია; მბიუმო
მატჩი 00:15 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები