ბენჟამინ შეშკო: მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი ამტკიცებს, რომ სათადარიგოთა სკამიდან უფრო ეფექტურია.
მაიკლ კერიკის კლუბში მოსვლის შემდეგ, ბენჟამინ შეშკო გუნდის ერთ-ერთი ყველაფზე სასარგებლო მოთამაშე გახდა.
რეგულარული გოლები სკამიდან
სლოვენიელი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი თავდამსხმელია, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მან ვესტ ჰემ იუნაიტედთან გვიანი გათანაბრება მოახერხა, ევერტონთან გასვლაზე კი გუნდს გამარჯვება მოუტანა. შეშკომ ასევე გაიტანა გადამწყვეტი გოლები კრისტალ პალასისა და ფულჰემის წინააღმდეგ.
შედეგად, ბევრი გულშემატკივარი მის სასტარტო შემადგენლობაში დაწინაურებას ითხოვდა. კარიკმა მათ მოთხოვნას უპასუხა და ლიდს იუნაიტედთან მატჩში კამერუნელი ბრაიან მბემო სკამზე დატოვა, ადგილი კი სლოვენიელს დაუთმო. მიუხედავად ამისა, იუნაიტედსაც და შეშკოსაც ლიდსთან ძალიან გაუჭირდათ და ოლდ ტრაფორდზე მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდნენ.
უფუნქციოდ მოედანზე
შეშკომ ეს მატჩი ჩააგდო. მან კარისკენ სამჯერ დაარტყა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. სიმართლე ითქვას, სამივე დარტყმა კარში წავიდა, მაგრამ თავით თამაშისას ის გაცილებით უკეთ უნდა მოქცეულიყო, ბურთი პირდაპირ კარლ დარლოუს ხელებში ჩაუვარდა, ოდნავ გვერდით რომ წასულიყო, გოლი გარდაუვალი იქნებოდა.
მან მატჩში ერთადერთი დრიბლინგი კი შეასრულა, თუმცა თამაშზე გავლენის მოხდენა საკვანძო გადაცემებით ვერ შეძლო. შეშკოს იზოლაციაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მოედანზე გატარებულ 97 წუთში მან მხოლოდ 10 პასის გაკეთება მოახერხა.
თავდამსხმელი სუსტი იყო მიწაზე დუელებშიც, ოთხიდან მხოლოდ ერთი მოიგო. თუმცა, ჰაერში გაცილებით თავდაჯერებული იყო და ექვსიდან ხუთი საჰაერო ორთაბრძოლა თავის სასარგებლოდ დაასრულა. მას არც დაცვისთვის უშველია, არცერთი ვარდნა, მოგერიება ან ჩაჭრა არ ჰქონია.
სასტარტო შემადგენლობიდან ასეთი სუსტი თამაშის შემდეგ, შესაძლოა, კერიკმა შეშკო ისევ სათადარიგოთა სკამზე დააბრუნოს შაბათს, ჩელსისთან გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის. ეს დაპირისპირება დიდწილად განსაზღვრავს იუნაიტედის ბედს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში.