ჯეიმი კარაგერმა პრემიერ ლიგის ისტორიის საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველები დაასახელა.
ლივერპულის ყოფილმა მცველმა საკუთარი ვერსიით ტოპ-ათეული შეადგინა. პირველ ადგილზე კარაგერმა საკუთარი ყოფილი თანაგუნდელი, სტივენ ჯერარდი დააყენა, ხოლო მეორე და მესამე პოზიციები როი კინსა და კევინ დე ბრუინეს გაუნაწილა.
10. სესკ ფაბრეგასი
9. როდრი
7. პოლ სქოულზი
6. ნგოლო კანტე
5. ფრენკ ლემპარდი
4. პატრიკ ვიეირა
3. კევინ დე ბრუინი
2. როი კინი
1. სტივენ ჯერარდი