The Athletic-ის ჟურნალისტის დევიდ ორნშტეინის ცნობით, ანდონი ირაოლა სეზონის დასრულების შემდეგ, თავისი კონტრაქტის ამოწურვისთანავე, ბორნმუთს დატოვებს.
ესპანელმა სპეციალისტმა ბოლოს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში გაახანგრძლივა, მას შემდეგ რაც 12 თვით ადრე თავდაპირველი ორწლიანი შეთანხმებით შეუერთდა კლუბს.
წყაროების ცნობით, კლუბმა 15-თვიანი მოლაპარაკებების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა ირაოლას შესანარჩუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ იმედგაცრუებულები არიან მისი წასვლით, პატივს სცემენ მის გადაწყვეტილებას და ინარჩუნებენ კარგ ურთიერთობას.
გუნდის წევრებს უკვე ეცნობათ მთავარი მწვრთნელის სეზონის ბოლოს წასვლის შესახებ.
სამხრეთ სანაპიროს კლუბმა უკვე დაიწყო ირაოლას შემცვლელის ძებნა. იფსვიჩ თაუნის კირან მაკენა ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება, თუმცა სხვა ვარიანტებიც არსებობს.
იფსვიჩს, რომელიც პრემიერ ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის, სურს მაკენას შენარჩუნება, თუმცა მის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი არსებობს.
აპრილის დასაწყისში The Athletic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 43 წლის ირაოლა კრისტალ პალასის ერთ-ერთი სამიზნეა, მას შემდეგ რაც ოლივერ გლასნერმა იანვარში დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს დატოვებს ლონდონის კლუბს.
ასევე იყო ინტერესი ლა ლიგის ატლეტიკის მხრიდან, რადგან ერნესტო ვალვერდემ გასულ თვეში განაცხადა, რომ გუნდს დატოვებს, თუმცა ახლა ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა.
ირაოლას ადრე, 2025 წლის მარტში, ტოტენჰემიც უმიზნებდა და მის გადაყვანას 10 მილიონი ფუნტის გამოსასყიდი პუნქტის გადახდა დასჭირდებოდა. საბოლოოდ ტოტენჰემმა ენჯ პოსტეკოგლუს ივნისში გაშვების შემდეგ ბრენტფორდიდან ტომას ფრანკი დანიშნა.
ამჟამად ბორნმუთი პრემიერ ლიგის ცხრილში მე-11 ადგილზეა და 12 მატჩია წაუგებლად თამაშობს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის ლიდერებმა (დინ ჰაუსენი, ილია ზაბარნი, მილოშ კერკეზი და დანგო უატარა) დატოვეს კლუბი. სეზონის ძლიერი დასაწყისის შემდეგ გუნდს 11-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, თუმცა ირაოლას გუნდი ლიგაში 3 იანვარს არსენალთან 3:2 წაგების შემდეგ აღარ დამარცხებულა და შაბათს ემირეითსზე სწორედ არსენალი დაამარცხა, რითაც ხუთმატჩიანი ფრეთა სერია დაასრულა.
ირაოლა ბორნმუთს 2023 წლის ივნისში რაიო ვალიეკანოდან შეუერთდა, სადაც მან გარი ო’ნილი შეცვალა. მან მალევე მოიპოვა სიმპათიები თავისი შეტევითი და სანახაობრივი თამაშის სტილის გამო. მანამდე კი ესპანური კლუბი ლა ლიგაში მე-11 ადგილზე გაიყვანა.
ირაოლას პირველ სეზონში ბორნმუთმა მე-12 ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ 2024-25 წლების სეზონი გუნდისთვის რთულად დაიწყო (პირველი ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება), მათ მოახერხეს მდგომარეობის გამოსწორება და საბოლოოდ მე-9 ადგილზე დაასრულეს ჩემპიონატი, ევროპული ზონისგან 9 ქულით ჩამორჩენით.