კანადის ქალაქ მონრეალში 1000-ქულიანი მასტერსის ფინალური წყვილი გაირკვა.
პირველ ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ესპანელი რაფა ხოდარი და ამერიკელი ბრენდონ ნაკაშიმა დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა 2 საათი და 4 წუთი გაგრძელდა და ნაკაშიმას გამარჯვებით 2 სეტში 7-6, 6-4 დასრულდა. პირველი სეტის ტაიბრეიკზე ამერიკელმა 7-3 მოიგო.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში კი ამერიკული დაპირისპირება ლერნერ ტიენსა და ბენ შელტონს შორის შედგა.
ამ შემთხვევაში გამარჯვებულის ვინაობა 1 საათსა და 26 წუთში გაირკვა და შელტონმა 2 სეტში მარტივად 6-2, 6-3 იმარჯვა.
ნაკაშიმამ ფინალის გზაზე ალტმაიერს, დროგეს, რინდერკნეშს, დარდერისა და ხოდარს აჯობა, შელტონმა კი ბრუკსბი, ბერგსი, ფონსეკა, მენშიკი და ტიენი დაამარცხა.
მონრეალის მასტერსის ამერიკული ფინალი ბენ შელტონსა და ბრენდონ ნაკაშიმას შორის 14 ავისტოს, 04:00 საათზე დაიწყება.