კანადის ქალაქ მონრეალში კაცთა 1000-ქულიანი მასტერსის ფინალი შედგა.
გადამწყვეტ მატჩში ამერიკული ფინალი ვიხილეთ, სადაც ერთმანეთს ბენ შელტონი და ბრენდონ ნაკაშიმა დაუპირისპირდნენ.
მატჩი 1 საათი და 29 წუთი გაგრძელდა და შელტონის გამარჯვებით 2 სეტში (6-3, 7-6) დასრულდა. ამერიკელმა მასტერსის ტიტული დაიცვა.
ბენ შელტონმა ჩემპიონობის გზაზე ბრუკსბი, ბერგსი, ფონსეკა, მენშიკი, ტიენი და ნაკაშიმა დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელს 1 სეტიც კი არ წაუგია.
VIDEO: რიბაკინამ და შვიონტეკმა ტორონტოს მასტერსის გამარჯვებული გაარკვიეს