VIDEO: მფრინავი ჟირუ! 38 წლის ფრანგმა ლილს ევროპა ლიგაზე მოაგებინა
25 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ევროპა ლიგის პირველ ტურში ლილმა საკუთარ მოედანზე ბრანი მიიღო.
გუნდებს შორის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 54-ე წუთზე მასპინძელთა მხრიდან ჰამზა იგამანემ ანგარიში გახსნა, მე-60 წუთზე კი საევარ მაგნუსონმა ანგარიში გაათანაბრა.
მე-80 წუთზე გამარჯვების გოლი შეცვლაზე შემოსულმა ოლივიე ჟირუმ გაიტანა, რომელიც საჯარიმოში შეფრინდა და თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი.
38 წლისა და 360 დღის ჟირუ ევროპა ლიგის (უეფას თასის) ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე გახდა, რომელმაც შეცვლაზე შემოსულმა გოლი გაიტანა.