17 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალში ლიონმა სტიაუა 4:0 გაანადგურა. ორი მატჩის ჯამში ფრანგებმა 7:1 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე დამაჯერებლად გავიდნენ.
თუ პირველ მატჩი გიორგი მიქაუტაძე ერთი საგოლე პასით შემოიფარგლა, დღეს მან მოედანზე სრული ბენეფისი მოაწყო და 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ქართველმა მე-14 წუთზე შეძლო ანგარიშის გახსნა, 47-ზე დუბლი მიითვალა, 37-ზე და 88-ზე კი ორჯერ ნუამას გაატანინა და ლიონის მაისურით თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
გამოცემა SofaScore-მ ამ მატჩისთვის გიოს 9.8 შეფასება დაუწერა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
1/4 ფინალში ლიონის მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იქნება, რომელმაც 1/8 ფინალში სოსიედადის ბარიერი გადალახა.
იხილეთ მიქაუტაძის ყველა საგოლე მოქმედება ამ მატჩიდან:
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები