• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
VIDEO: ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება — ბოდო გლიმტმა ლიგას შარშანდელი ფინალისტი გამოთიშა
ფეხბურთიფეხბურთი

VIDEO: ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება — ბოდო გლიმტმა ლიგას შარშანდელი ფინალისტი გამოთიშა

24 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩში ნორვეგიულმა ბოდო გლიმტმა ინტერს სტუმრადაც მოუგო და მერვედფინალში გავიდა.


პირველი მატჩის შინ 3:1 მოგების შემდეგ, ბოდო გლიმტი მილანში მოპოვებული უპირატესობის დასაცავად ჩამოვიდა და პირველ ტაიმში თავის ამოცანად თავი იდეალურად გაართვა — კრისტიან კივუს გუნდს მომენტის შექმნა უჭირდა, ნორვეგიელები კი შეტევაზე იშვიათად ფიქრობდნენ.


თამაშის მიმდინარეობა დიდად არც მეორე ტაიმში შეცვლილა, სანამ მანუელ აკანჯიმ საკუთარ საჯარიმოსთან შეცდომა არ დაუშვა, რამაც ბოდო გლიმტს ჯუზეპე მეაცაზე დაწინაურების საშუალება მისცა — ბოდო გლიმტი 58-ე წუთზე დაწინაურდა.


72-ზე სტუმრებმა იდეალური შეტევა დახაზეს და მეორე გოლიც გაიტანეს, რამაც ინტერის ამოცანა პრაქტიკულად შეუსრულებელი გახადა — არასრულ 20 წუთში გუნდს 4 გოლი უნდა გაეტანა მხოლოდ იმისთვის, რომ საქმე დამატებით დროში გადაეყვანა.


ერთადერთი, რაც მილანელებმა შეძლეს, ბასტონის გოლია — როცა საჯარიმოში არეულობის შემდეგ იტალიელი მცველის დარტყმული მეკარემ ხელში დააფიქსირა, თუმცა როგორც მსაჯის საათმა აჩვენა, ბურთმა ხაზი ჰაერში გადაკვეთა.


დარჩენილ დროში ინტერმა ვეღარაფერი გააწყო და ბოდო გლიმტმა ორი მატჩის ჯამში 5:2 იმარჯვა, რის ხარჯზეც 1/8 ფინალში დამაჯერებლად გავიდა, ნერაძურისთვის კი ევროტურნირების სეზონი წელს ნაადრევად დასრულდა.


ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ბოდო გლიმტმა მიჯრით თავისი მე-4 დიდი მატჩი მოიგო — ლიგის ფაზის ბოლო ორ ტურში გუნდმა ჯერ სიტის მოუგო, შემდეგ ატლეტიკოს, მერე კი ინტერთან ორივე მატჩში შეძლო წარმატების მიღწევა და ეს ყველაფერი ისე, რომ შიდა ასპარეზზე სეზონი დასრულებულია — თავისი ბოლო მატჩი ლიგის მიღმა გუნდს ნოემბრის დასაწყისში აქვს ჩატარებული და მას შემდეგ, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.


0-1 ჰაუგე 58'



0-2 ევიენი 72'



1-2 ბასტონი 76'


ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ჩემპიონთა ლიგა
ინტერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჰარი კეინი მადრიდის რეალში? ლიორენტეს სენსაციური განცხადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰარი კეინი მადრიდის რეალში? ლიორენტეს სენსაციური განცხადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კამავინგა წითელი ბარათის მიღების შემდეგ ატირდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კამავინგა წითელი ბარათის მიღების შემდეგ ატირდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არბელოა: „მსაჯმა აშკარა უხეში შეცდომა დაუშვა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არბელოა: „მსაჯმა აშკარა უხეში შეცდომა დაუშვა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

50 ფეხბურთელი სექს-სკანდალის ეპიცენტრში: გამოძიების დეტალები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

50 ფეხბურთელი სექს-სკანდალის ეპიცენტრში: გამოძიების დეტალები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 აპრ, 2026

ჰარი კეინი მადრიდის რეალში? ლიორენტეს სენსაციური განცხადება

News image

20 აპრ, 2026

კამავინგა წითელი ბარათის მიღების შემდეგ ატირდა

News image

20 აპრ, 2026

არბელოა: „მსაჯმა აშკარა უხეში შეცდომა დაუშვა"

News image

8 სთ წინ

50 ფეხბურთელი სექს-სკანდალის ეპიცენტრში: გამოძიების დეტალები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება