NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში სერიის მე-5 მატჩი გაიმართა ოკლაჰომა სიტი თანდერსა და მინესოტა ტიმბერვულვზს შორის.
შეხვედრა ოკლაჰომას გამარჯვებით 124-94 დასრულდა, შესაბამისად თანდერმა სერია 4-1 დახურა და დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი გახდა.
გამარჯვებულ გუნდს შაი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, რომელმაც 34 ქულა, 7 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
კანადელი მოთამაშე რეგულარული სეზონის შემდეგ დასავლეთ კონფერენციის ფინალურის სერიის MVP-ც გახდა და მეჯიქ ჯონსონის ჯილდო მიიღო.
ოკლაჰომა NBA-ის სუპერფინალში 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა, მაშინ გუნდი მაიამი ჰიტთან სერიაში 4-1 დამარცხდა.
თანდერის მეტოქე სუპერფინალში ინდიანა პეისერსსა და ნიუ იორკ ნიქსს შორის გამარჯვებული იქნება. ამ მომენტისთვის ინდიანა სერიას 3-1 იგებს.