NBA-ის დასავლეთ კონფერენციაში სერიის მე-4 მატჩი გაიმართა მინესოტა ტიმბერვულვზსა და ოკლაჰომა სიტი თანდერს შორის.
ოკლაჰომამ შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში 126-128 მოიგო და სერიაში ანგარიში 3-1 გახადა.
გამარჯვებულ გუნდს MVP შაი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, რომელმაც 40 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
გუნდებს შორის მე-5 შეხვედრა 29 მაისს გაიმართება.