VIDEO: ინდიანა სუპერფინალთან ერთ ნაბიჯშია - ჰალიბარტონმა რეკორდი დაამყარა
28 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში მე-4 შეხვედრა გაიმართა ინდიანა პეისერსსა და ნიუ იორკ ნიქსს შორის. მატჩი ინდიანას გამარჯვებით 130-121 დასრულდა და პეისერსმა სერიაში ანგარიში 3-1 გახადა.
მოგებულ გუნდს ტაირეს ჰალიბარტონმა ულიდერა, რომელმაც უნიკალური სამმაგი დუბლი შეასრულა - 32 ქულა, 15 შედეგიანი გადაცემა, 12 მოხსნა, 0 დაკარგვა.
ჰალიბარტონი გახდა NBA-ის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც პლეიოფის თამაშში 30/15/10 0 დაკარგვით დააგროვა.
ორივე კონფერენციის ფინალში ერთნაირი სიტუაციაა, დასავლეთში ოკლაჰომა ამარცხებს მინესოტას 3-1. ნიქსისა და პეისერსის მე-5 მატჩი 30 მაისს გაიმართება.