NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში სერიის მე-2 მატჩი გაიმართა ნიუ იორკ ნიქსსა და ინდიანა პეისერსს შორის.
პირველი შეხვედრის მსგავსად აქაც დაძაბული ბრძოლა შედგა და კვლავ პეისერსმა შეძლო მოგება (109-114).
გამარჯვებულ გუნდს პასკალ სიაკამმა ულიდერა, რომელმაც 39 ქულა დააგროვა. ნიქსის მხრიდან გამორჩეული ჯეილენ ბრანსონი იყო (36 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა).
პეისერსმა სერიაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა, გუნდმა ნიუ იორკში ორივე თამაში მოიგო და ახლა სერია ინდიანაში გაგრძელდება.
გუნდებს შორის მე-3 მატჩი 26 მაისს გაიმართება.