ინგლისის პრემიერ ლიგის 27-ე ტურში მანჩესტერ სიტი ეტიჰადზე ნიუკასლს დაუპირისპირდა.
მატჩის სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-14 წუთზე ნიკო ო'რაილიმ მასპინძლები დააწინაურა, 22-ე წუთზე ანგარიში ლუის ჰოლმა გაათანაბრა, 27-ე წუთზე კი ო'რაილიმ დუბლი შეასრულა.
შეხვედრის მეორე ტაიმში ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა და სიტიმ ნიუკასლთან 2-1 იმარჯვა. პეპ გვარდიოლას გუნდს 56 ქულა დაუგროვდა სატურნირო ცხრილის ლიდერ არსენალთან სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა.
მიკელ არტეტას შეგირდები ამ ტურის მატჩში ჩრდილო ლონდონურ დერბიში ტოტენჰემს ესტუმრებიან.