VIDEO: ორლანდომ ბოლო წამზე წააგო - ბითაძემ ლეიკერსთან 9 ქულა მიითვალა
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ორლანდო მეჯიქი ლოს ანჯელეს ლეიკერსს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 104-105 დამარცხდა.
გამარჯვებულ გუნდს ქულებში ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც 33 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ლოს ანჯელეს ლეიკერსს ბოლო წამზე ლუკ კენარმა მოაგებინა, რომელმაც გადამწყვეტი სამქულიანით ანგარიში 104-105 გახადა.
პარკეტზე 18 წუთი გაატარა გოგა ბითაძემ, რომლის ანგარიშზეც 9 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა იყო.
შეხვედრაში ინციდენტი მოხდა ლუკა დონჩიჩსა და გოგა ბითაძეს შორის, რის გამოც სლოვენიელმა სეზონში მე-16 ტექნიკური ჯარიმა მიიღო. მატჩის შემდეგ ლუკამ განაცხადა, რომ ქართველმა მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა.
71 მატჩში 46 მოგებით ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, 70 შეხვედრაში 38 გამარჯვებით კი ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციას იკავებს.