NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ჰიუსტონ როკეტსი ლოს ანჯელეს ლეიკერსს დაუპირისპირდა და 92-100 დამარცხდა.
გამარჯვებულ გუნდს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც 36 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
სლოვენიელ სუპერვარსკვლავს ბოლო 6 მატჩში საოცარი სტატისტიკა აქვს: 37.8 ქულა, 9.2 მოხსნა, 7.7 შედეგიანი გადაცემა.
ლეიკერსი 68 მატჩში 43 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და მხოლოდ ოკლაჰომასა და სან ანტონიოს ჩამორჩება, ჰიუსტონი კი 67 შეხვედრაში 41 გამარჯვებით მე-4 პოზიციას იკავებს.