არგენტინის ნაკრების და ბოკა ხუნიორსის ფეხბურთელი ლეანდრო პარედესი ინტერვიუს მიცემის დროს შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
ფეხბურთელის შეუძლოდ გახდომის მიზეზად მაღალი სიცხე სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, პარედესი თავს უკვე უკეთ გრძნობს და მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.