მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის FA თასის 1/4 ფინალში მანჩესტერ სიტიმ ეტიჰადზე პლიმუთი მიიღო, რომელმაც წინა ეტაპზე სენსაცია მოახდინა და გათამაშებას ლივერპული გამოთიშა.
სტუმრებმა ცოტა ხნით დღესაც დაიჯერეს, რომ სასწაულის მოხდენა კვლავ შესაძლებელი იყო.
38-ე წუთზე ანგარიში მაქსიმ ტალოვიეროვმა გახსნა, თუმცა პლიმუთის სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა და პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში 19 წლის ნიკო ო'რაილიმ ანგარიში გაათანაბრა.
76-ე წუთზე ახალგაზრდა ნიკო ო'რაილიმ დუბლი შეასრულა, 90-ე წუთზე კი კევინ დე ბრუინმა საბოლოოდ მოაწერა ხელი მანჩესტერ სიტის 1/4 ფინალში გასვლას.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები