VIDEO: ქინქლაძის 2 საგოლე პასი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ
09 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპა ლიგის 1/4 ფინალში გიორგი მიქაუტაძე და ლიონი მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდებიან.
ქართველ ფეხბურთელებს წითელ ეშმაკებთან დაპირისპირების ისტორია აქვთ და მათ შორის არის გიორგი ქინქლაძე, რომელსაც იუნაიტედის წინააღმდეგ 7 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 საგოლე გადაცემაც გაკეთებული.
1995-96 წლების FA თასის 1/8 ფინალში მანჩესტერული დერბი შედგა, სადაც იუნაიტედმა სიტი 2-1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში უვე როსლერმა გიორგი ქინქლაძის პასის შემდეგ გახსნა, თუმცა იუნაიტედმა ერიკ კანტონასა და ლი შარპის გოლებით მატჩის მოტრიალება შეძლო.
ქინქლაძის საგოლე პასი (0:01)
პრემიერ ლიგის 1999-00 წლების სეზონში ქართველი ფეხბურთელი მანჩესტერს ამჯერად დერბი ქაუნთის შემადგენლობაში შეხვდა.
იუნაიტედმა დუაით იორკის ჰეთ-თრიქით იმარჯვა 3-1, სტუმართა მხრიდან კი გოლი ქინქლაძის პასის შემდეგ ბრანკო სტრუპარმა გაიტანა.
ქინქლაძის საგოლე პასი (0:55)
გიორგი მიქაუტაძე და ლიონი მანჩესტერ იუნაიტედს 10 აპრილს, 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.