ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ნიუკასლი დაამარცხა.
შეხვედრა სენტ ჯეიმს პარკზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, რაშფორდმა მეორე ნახევარში 10 წუთში დუბლი მიითვალა და ბარსას გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა.
ერთადერთი, რაც ნიუკასლმა მოახერხა - 90-ე წუთზე გორდონის გოლია, რამაც ბოლო წუთები დაძაბა, თუმცა ბარსას სამი ქულა ჯიბიდან ვერ ამოუღო.
0-1 რაშფორდი 58'
0-2 რაშფორდი 67'
1-2 გორდონი 90'