VIDEO: როგორ დასრულდა დინამოების დერბი? ცხრილში სიტუაცია დაიძაბა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 28-ე ტურში დინამოების დერბი გაიმართა.
ბათუმი არენაზე ბათუმის დინამომ თბილისის დინამო მიიღო და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გავიდა, ულად ომარ იმრანის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ანგარიში მაურიდესმა გახსნა.
მეორე ტაიმის სტარტზე ცვლილებების მიუხედავად, თემურ ქეცბაიას გუნდმა გოლის გატანა ვერ მოახერხა და 3 ქულა ბათუმში დარჩა.
ამ გამარჯვებით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა და მდევარ რუსთავსა და იბერია 1999-ს თითო ქულით უსწრებს, დინამო თბილისთან კი სხვაობა 2 ქულაა.
1. დინამო ბათუმი - 50 ქულა
2. რუსთავი - 49 ქულა
3. იბერია 1999 - 49 ქულა
4. დინამო თბილისი - 48 ქულა
სეზონის დასრულებამდე 8 ტური დარჩა, საჩემპიონო ბრძოლაში კი ერთდროულად 4 გუნდია.