VIDEO: საქართველოს ნაკრებმა 2026 წელი ისრაელთან შედეგიანი ფრით გახსნა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 2026 წლის პირველ შეხვედრაში ისრაელთან შედეგიანი ფრე 2:2 ითამაშა.
ჩვენი გუნდი 2:0-ს იგებდა — ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და ნაკრებში 22 გოლი მოაგროვა, რითაც გიორგი მიქაუტაძეს გადაასწრო და ყველა დროის ბომბარდირ შოთა არველაძეს 4 გოლითღა ჩამორჩება.
ისრაელის ნაკრებმა 3-წუთიან ინტერვალში, 61-დან 64-ე წუთამდე, გიორგი მამარდაშვილის კარში 2 გოლი გაიტანა - ჯერ გაი მიზრაჰიმ შეაგდო, შემდეგ კი ომრი განდელმანმა.
საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან ისტორიაში მეშვიდე ურთიერთშეხვედრა გამართა - 1 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება.