VIDEO: სიტიმ სეზონის მე-4 თამაში წააგო და მეორე ადგილი ჩელსის დაუთმო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-12 ტურში ნიუკასლმა საკუთარ მოედანზე მან სიტი დაამარცხა.
სენტ ჯეიმს პარკზე გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
სამივე გოლი მეორე ტაიმში, შვიდი წუთის ინტერვალში გავიდა - 63-ზე ბარნსმა ნიუკასლი დააწინაურა, 5 წუთში რუბენ დიაშმა შეძლო წონასწორობის აღდგენა, თუმცა 70-ზე ჰარვიმ დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
სიტიმ ამ სეზონში მე-4 მარცხი იწვნია და 22 ქულით მე-3 პოზიციაზე რჩება, ნიუკასლმა კი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ ხასიათი გამოიკეთა, მე-4 გამარჯვება მოიპოვა და 15 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.