მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჩაგდების შემდეგ, შვედეთის ნაკრების ფორვარდმა, ალექსანდრ ისაკმა, მუქარები მიიღო.
The Sun-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა სხვადასხვა ადამიანებისგან არაერთი მუქარა მიიღო, რის გამოც 30 000 ფუნტად დობერმანის ჯიშის ძაღლი იყიდა საკუთარი თავის დასაცავად.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს შორის საკუთარი თავის დასაცავად ძაღლის ყიდვა უფრო და უფრო ხშირი პრაქტიკაა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სახლების ძარცვის და ქურდობების შემთხვევები გახშირდა.
შვედეთის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ექვს მატჩში მხოლოდ 2 ქულა დააგროვა და მუნდიალის საპლეიოფო მატჩებში მხოლოდ ერთა ლიგის ხარჯზე მოხვდა.
თავად ისაკმა მიმდინარე სეზონში კლუბის და ნაკრების მაისურით 12 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 1 გოლი გაიტანა.