არნე სლოტმა აღნიშნა, რომ დომინიკ სობოსლაის ირლანდიასთან 2:3 წაგებასა და მუნდიალს მიღმა დარჩენაზე უკვე ესაუბრა.
„მხოლოდ მას კი არა, მილოშ კერკეზსაც ველაპარაკე, იმიტომ რომ ორივესთვის ეს დიდ იმედგაცრუებად იქცა. ისინი ერთ ნაბიჯში იყვნენ საპლეიოფო მატჩებთან და დამატებითი დროის დამატებით დროში დამარცხდნენ.
მას ვკითხე, რაიმე შანსი თუ დარჩათ, იმიტომ რომ მე წარმოდგენა არ მაქვს ამ დეტალების. ისაკს შვედეთთან ერთად 5-6 მატჩში ერთადერთი ქულა აქვს, თუმცა ნაკრები მუნდიალზე გასვლის შანსს ინარჩუნებს, იმიტომ რომ ერთა ლიგაზე C ჯგუფში თავისი მატჩი მოიგეს, უნგრეთი კი A ჯგუფში იყო და შესაბამისად ვერ მოიგო, ამიტომ გავარდა კიდეც.
დომინიკისთვის ეს განსაკუთრებით რთულია: მის ნაკრებს წარმატებული ერთი-ორი სეზონი ჰქონდა, ერთა ლიგაზეც კარგად თამაშობდნენ და შესარჩევშიც, თუმცა მაინც ვერ გავიდნენ. რთული ამბავია, თუმცა ბოლო პერიოდში ის კლუბშიც მიეჩვია იმედგაცრუებებს - ცხადია, მთლად ასეთ დიდს არა, მაგრამ მაინც.
არაუშავს, გაუძლებს. ის ყოველთვის მაქსიმუმზე მუშაობს და ხვალ მისგან სხვა არაფერს არ ველოდები." - აღნიშნა ლივერპულის თავკაცმა.