ფიფას ოფიციალურ სოც მედიასა და რონალდუს ფანებს შორის უთანხმოება გრძელდება.
როგორც იცით, თავდაპირველად ფიფას სოც მედიაში გამოქვეყნდა მსოფლიო ჩემპიონატის 42 მონაწილე ნაკრების ფეხბურთელების პოსტერი, სადაც პორტუგალიის შემთხვევაში ბრუნო ფერნანდეში იყო გამოსახული.
პოსტერი წააშლევინეს - ფიფა რონალდუს გამო შარში გაეხვა
რონალდუს ათასობით უკმაყოფილო ფანის ცუდი უკუკავშირის მიღების შემდეგ, ფიფამ აღნიშნული პოსტერი წაშალა და ახალი გამოაქვეყნა, რომელზეც უკვე არა ბრუნო, არამედ რონალდუა გამოსახული.
თუმცა, კრიშტიანუს ფანებმა ამ პოსტერზეც შენიშნეს უცნაურობები:
1. კრიშტიანუ რონალდუ ამ ფოტოზე აღნიშნავს განასთან გატანილ პენალტს - მის ერთადერთ გოლს 2022 წლის მუნდიალზე
2. განას ფეხბურთელი ბუკარი გამოსახულია იმ მომენტში, როცა პორტუგალიის კარში გატანილ გოლს რონალდუს სტილში აღნიშნავს
3. მაროკოელი ენ-ნესირი პორტუგალიასთან გამარჯვების გოლის გატანის მომენტშია გამოსახული, რომლითაც რონალდუ ტურნირს გამოეთიშა
4. სამხრეთ კორეელი ფეხბურთელები პორტუგალიასთან გამარჯვების მომენტში არიან გამოსახული
5. მაროკოს მთავარი მწვრთნელი პორტუგალიასთან გამარჯვებას ემოციურად აღნიშნავს
6. პოსტერის ცენტრში არის ლეო მესი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის თასი უკავია ხელში და მთავარი ფოკუსიც მასზეა გამახვილებული.
სოციალურ ქსელში ამაზე უფრო და უფრო მეტს საუბრობენ.
