VIDEO: თოკოს MVP-ობით - ბარსამ შერმადინის ტენერიფესთან სერიაში ანგარიში გახსნა
10 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ჩემპიონატის 1/2 ფინალური სერიის პირველ მატჩში, თორნიკე შენგელიას ბარსელონამ გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფეს დიდი სხვაობით მოუგო - 100:67.
გამარჯვებაში უმთავრესი წვლილი თოკოს ჰქონდა - 14 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 24 შეადგინა, რაც ორივე გუნდში დიდი უპირატესობით საუკეთესო მაჩვენებელია - ასევე ბარსელონელ დარიო ბრისუელას 17 ჰქონდა.
მეორე მხრივ, შერმადინს ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა - თავი შეუძლოდ იგრძნო და 20 მაისიდან მოყოლებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
ბარსა სერიაში 1:0 დაწინაურდა, მომდევნო თამაში ისევ მის მოედანზეა (11 ივნისის 22:00 საათზე), რის შემდეგაც გუნდები უკვე კანარის კუნძულებზე ითამაშებენ - 13 ივნისის 22:00 საათზე.