VIDEO: ტოპ დონის შესრულება - ყაზაიშვილმა მორიგი ულამაზესი გოლი შეაგდო
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში მე-10 საგოლე მოქმედება შეასრულა.
ჩემპიონატის მე-19 ტურში, ვაკოს შანდონ ტაიშანი მე-3 ადგილოსან დალიან იინბოს სტუმრად შეხვდა და 1:3 დამარცხდა.
ქართველმა შემტევმა, 36-ე წუთზე, კუთხურიდან მოწოდებული ბურთი მოკლე მონაკვეთში დაამუშავა და ახლო კუთხეში მცველების ფეხების გავლით დაარტყა - ძალიან მაღალი დონის გოლი გამოვიდა.
ყაზაიშვილს სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში 10 საგოლე მოქმედება აქვს - 5 გოლი, 5 ასისტი. გასული სეზონის ჩათვლით, მის აქტივში 32 გოლი და 10 საგოლე პასია.
აღსანიშნავია, რომ შანდონმა ჩემპიონატი, ფედერაციის სანქციების გამო, -6 ქულით დაიწყო, შესაბამისად, 19 ტურის შემდეგ ახლა 24 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზე იმყოფება. ფედერაციამ ჯამში 9 გუნდი დაასანქცირა.