VIDEO: ტოტენჰემის პირველი გოლები, თუმცა კვლავ მოგების გარეშე
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში ტოტენჰემი ლონდონ სთედიუმზე ასტონ ვილას დაუპირისპირდა.
ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში სტუმრებმა გახსნას. ბირმინგემელებს ტაიმი ახალწვეულმა იოჰან მანზამბიმ მოაგებინა.
მე-60 წუთზე ლონდონელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა მოჰამედ კუდუსის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
67-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. ანგარიში 0-2 ნიკოლას ჯექსონმა გახადა, საგოლე პასი კი პირველი გოლის ავტორმა მანზამბიმ მიითვალა.
79-ე წუთზე ასტონ ვილას უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ჯონ მაკგინის პასის შემდეგ ემილიანო ბუენდიამ შორეული გასროლით აიღო ლონდონელთა კარი.
ბოლო წუთებში ტოტენჰემმა გაიბრძოლა და პრემიერ ლიგის ამ სეზონში პირველი გოლები გაიტანა. 86-ე წუთზე ერთი ბურთი კონორ გალაჰერმა გაქვითა, კომპენსირებულ დროში კი იან პოლ ვან ჰეკემ საბოლოო ანგარიში (2-3) დააფიქსირა.
ასტონ ვილამ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და 4 ქულა დაუგროვდა, ტოტენჰემი კი კვლავ მოგების გარეშეა და 2 ქულით გასავარდნ ზონაში რჩება.