საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მატჩებისთვის, შეიკრიბა.
11-დან 17 აპრილის ჩათვლით, ლავრენტი დავითაშვილის გუნდი აზერბაიჯანის, ჩეხეთისა და ჯგუფის მასპინძელი ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს.
11 აპრილი | საქართველო - ჩეხეთი | 16:00
14 აპრილი | ხორვატია - საქართველო | 14:00
17 აპრილი | აზერბაიჯანი - საქართველო | 14:00
მეკარე: სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩები), ნინო მეტრეველი (დ10 აკადემია);
დაცვა: ნინი ვეკუა (ნორჩები), ლოლიტა კალოიანი (ნიკე-ლუსო), მარიამ შოშიტაშვილი (კვარტალი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო), მარიამ კაკულია (ვერე);
ნახევარდაცვა: ანი დავითულიანი (ვერე), ქეთევან ჭურკვეიძე (ბათუმი), მარიამ გასანოვა (კვარტალი), ნათია ჯოჯუა (ელიტა), ნინი ყვავაძე (რუსთავი), ანა საღირაშვილი (ნორჩები), ნინო გობაძე (თეთრიწყარო);
თავდასხმა: მარიამ გოგოლაძე (დინამო სოხუმი), ანანო წიქარიძე (კვარტალი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), მაკა ფცქიალაძე (რუსთავი).
2026/2027 სეზონისთვის A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებენ.
ფოტო: NAKREBI.GE