VIDEO: წლის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი - დრეიპერის ქამბექი ჯოკოვიჩთან
21 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინდიან უელსის 1000-ქულიანი მასტერსის 1/8 ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ჯეკ დრეიპერს დაუპირისპირდა.
შეხვედრა 2 საათი და 37 წუთი გაგრძელდა და საბოლოოდ მძიმე ბრძოლაში ბრიტანელის გამარჯვებით დასრულდა. პირველი სეტი სერბმა 6-4 მოიგო, თუმცა დრეიპერმა თამაშის მოტრიალება შეძლო და გადამწყვეტ 2 სეტში, მათ შორის ტაიბრეიკში ნოლეს აჯობა (6-4, 4-6, 6-7).
ბრიტანელმა ინდიან უელსის საწყის ეტაპებზე ესპანელი ბაუტისტა-აგუტი და არგენტინელი სერუნდოლო დაამარცხა.
მომდევნო ეტაპზე ჯეკ დრეიპერი დანილ მედვედევს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ამერიკელ მიკელსენს 2 სეტში მოუგო.